
დე მარანის ნისლეული (იგივე M43, Messier 43, NGC 1982) — ემისიური ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედში. წარმოადგენს იონიზირებული წყალბადის მონაკვეთს, სადაც მიმდინარეობს აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნა.
M43 – შორეული კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტის, “ორიონის დიდი ნისლეულის” ნაწილია. დაკვირვებისთვის საუკეთესო სეზონი ზამთარია. ძირითადი ნისლეული უღრუბლო ცაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
აღმომჩენი | ჟან-ჟაკ დორტუ დე მარანი |
---|---|
აღმოჩენის თარიღი | 1731 წ. |
მდებარეობა | ორიონის თანავარსკვლავედი |