რატომ ვერ ტირიან კოსმონავტები კოსმოსში

ასეთი რთული სამსახურია და ტირილიც კი არ შეიძლება 🙂 სინამდვილეში კოსმონავტებიც, რა თქმა უნდა, ტირიან. თუმცა, როგორც ნასას სპეციალისტებმა ახსნეს, მიკროგრავიტაციის პირობებში ცრემლი არ გადმოედინება როგორც დედამიწაზე ყოფნისას, ის უბრალოდ ადგილზე რჩება და თვალის გარშემო გროვდება. მეტიც, ასეთი ცრემლები საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებსაც ტოვებს. მეცნიერული ახსნის თანახმად, ცრემლები არ უნდა იწვევდნენ…

კითხვის გაგრძელება

მზის სისტემის მთვარეები

ასტრონომიის მოყვარულები ხშირად იჩენენ ინტერესს პლანეტების თანამგზავრების სახელებთან დაკავშირებით. მათ ხშირად აინტერესებთ საიდან მოდის ეს დასახელებები და რატომ არიან ისინი შერჩეულები ამა თუ იმ თანამგზავრისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ძალიან აშკარაა, მაგალითად, ფობოსი (“შიში”) და დეიმოსი (“საშინელება”) – ისინი რომაული ომის ღმერთის – მარსის შვილები არიან. მარსის თანამგზავრებს ეს სახელები მათმა…

კითხვის გაგრძელება

სირიუსი

სირიუსი (ლათ. Sirius) – დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავი. სირიუსი ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მისი სიკაშკაშე 25-ჯერ აღემატება მზისას, ამასთანავე, ვარსკვლავებში არ ითვლება რეკორდულად – სირიუსის ხილული სინათლე განპირობებულია დედამიწასთან სიახლოვით. მისი დანახვა დედამიწის თითქმის ყველა რეგიონიდანაა შესაძლებელი, ჩრდილოეთი მონაკვეთების გარდა. მდებარეობს მზის სისტემიდან 8,6 სინათლის წელიწადის დაშორებით და…

კითხვის გაგრძელება

“სპიტცერის” საუკეთესო ფოტოსურათები

ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარ მტვერში არიან გახვეულნი. გემის ხერხემლის ეტას (ორმაგი ჰიპერგიგანტი ვარსკვლავი გემის ხერხემლის თანავარსკვლავედიში) აღელვებული ღრუბლები გალაქტიკა სომბრერო მასიური ვარსკვლავის ტალღები გალაქტიკის ცენტრში არსებული ვარსკვლავები ცეფევსი C და ცეფევსი B-ს რეგიონი ზეახალი Remnant HBH 3 ცხენის თავის ნისლეული გველეშაპის ნისლეული ვარსკვლავის წარმოქმნა ორიონის თანავარსკვლავედში ლოკოკინის ნისლეული

კითხვის გაგრძელება

კოსმოსური ტელესკოპი “სპიტცერი”

Spitzer (სპიტცერი) – ნასას კოსმოსური ტელესკოპი. განკუთვნილია კოსმოსის ინფრაწითელ დიაპაზონში დასაკვირვებლად. გაშვებულია 2003 წლის 25 აგვისტოს. გაშვების მომენტში იყო ყველაზე მსხვილი ინფრაწითელი ტელესკოპი მსოფლიოში. სახელწოდება მიიღო ამერიკელი ასტროფიზიკოსის – ლაიმან სპიტცერის საპატივსაცემოდ. აღჭურვილობა “სპიტცერის” ბორტზე სამი სამეთვალყურეო მოწყობილობაა, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერისა და კომპანიების მიერაა შემუშავებული. Infrared Array Camera ინფრაწითელი კამერა,…

კითხვის გაგრძელება

ჰოუგის ობიექტი

ჰოუგის ობიექტი (იგივე PGC 54559, PRC D-51) – ბეჭდისებრი გალაქტიკა, რომელიც გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს. სახელწოდება მიიღო აღმომჩენის, არტურ ჰოუგის საპატივსაცემოდ. დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 600 მლნ სინათლის წელიწადს შეადგენს. გალაქტიკის ცენტრში შედარებით ძველი, ყვითელი ფერის ვარსკვლავების გროვაა. იგი გარშემორტყმულია ცისფერი ნათების მქონე, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი ბეჭდით. გალაქტიკის დიამეტრი დაახლოებით 100 ათას სინათლის…

კითხვის გაგრძელება

თავკომბალა

გალაქტიკა თავკომბალა (იგივე UGC 10214, Arp 188, PGC 57129) – პეკულარული (გალაქტიკა, რომელიც არ მიეკუთვლება არცერთ კლასს, მისი მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური აგებულების გამო) სპირალური გადაკეტილი გალაქტიკა. განთავსებულია დედამიწიდან 128 მპკ-ის (დაახლოებით 400 მლნ სინათლის წელიწადი) დაშორებით, გველეშაპის თანავარსკვლავედში. ახლო წარსულში გალაქტიკა თავკომბალამ სხვა გალაქტიკასთან შეჯახება განიცადა, რამაც გამოიწვია ვარსკვლავებისა და გაზისგან შემდგარი გრძელი (დაახლოებით 90 მპკ)…

კითხვის გაგრძელება

ტრიალა

გალაქტიკა ტრიალა (იგივე Messier 101, M101, NGC 5457) – დიდი დათვის თანავასკვლავედში შემავალი სპირალური გალაქტიკა. გალაქტიკა აღმოჩენილი იყო პიერ მეშენის მიერ 1781 წლის 27 მარტს. რის შესახებაც მან შარლ მესიეს აცნობა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დააზუსტა ობიექტის მდებარეობა და საკუთარ კატალოგში შეიტანა. М101-ს ჩვენ ბრტყლად ვხედავთ, იგი ძალიან ჰგავს ჩვენს ირმის ნახტომს,…

კითხვის გაგრძელება

დე მარანის ნისლეული

დე მარანის ნისლეული (იგივე M43, Messier 43, NGC 1982) — ემისიური ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედში. წარმოადგენს იონიზირებული წყალბადის მონაკვეთს, სადაც მიმდინარეობს აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნა. M43 – შორეული კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტის, “ორიონის დიდი ნისლეულის” ნაწილია. დაკვირვებისთვის საუკეთესო სეზონი ზამთარია. ძირითადი ნისლეული უღრუბლო ცაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. აღმომჩენი ჟან-ჟაკ დორტუ დე მარანი აღმოჩენის თარიღი 1731…

კითხვის გაგრძელება

სიგარა

გალაქტიკა სიგარა (იგივე  M82, Messier 82, NGC 3034) – გადაკეტილი სპირალური გალაქტიკა მძლავრი ვარსკვლავთწარმონაქმნით, მდებარეობს დიდი დათვის თანავარსკვლავედში. გალაქტიკის ცენტში მოქცეულია ზემასიური შავი ხვრელი, რომლის მასა შეადგენს დაახლოებით 3⋅107M⊙. 2005 წელს ჰაბლის ტელესკოპმა გამოავლინა 197 ახალგაზრდა მასიური სფეროსებრი გროვები ბირთვში, რომლებიც მიუთითებდნენ ვარსკვლავთწარმოქმნის მაღალენერგიულ პროცესებზე. ამ გროვების საშუალო მასაა 2⋅105M⊙. M82-ის ცენტრში…

კითხვის გაგრძელება