
გალაქტიკა თავკომბალა (იგივე UGC 10214, Arp 188, PGC 57129) – პეკულარული (გალაქტიკა, რომელიც არ მიეკუთვლება არცერთ კლასს, მისი მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური აგებულების გამო) სპირალური გადაკეტილი გალაქტიკა. განთავსებულია დედამიწიდან 128 მპკ-ის (დაახლოებით 400 მლნ სინათლის წელიწადი) დაშორებით, გველეშაპის თანავარსკვლავედში.
ახლო წარსულში გალაქტიკა თავკომბალამ სხვა გალაქტიკასთან შეჯახება განიცადა, რამაც გამოიწვია ვარსკვლავებისა და გაზისგან შემდგარი გრძელი (დაახლოებით 90 მპკ) კუდის წარმოქმნა. გრძელი მომქცევი კუდი (ვარსკვლავებისა და გაზისგან შემდგარი მონაკვეთი, რომელიც ღია სივრცეშია გაჭიმული) გალაქტიკას თავკომბალას შეხედულებას აძლევს, რის გამოც მან მსგავსი სახელწოდება მიიღო.
არსებობს ვარაუდი რომ ის პირდაპირ შეეჯახა მცირე არასწორ გალაქტიკას, რამაც გალაქტიკების ნივთიერებების ურთიერთგამოტყორცნამდე მიიყვანა. ამ შეჯახების დროს მომქცევმა ძალებმა სპირალური გალაქტიკიდან ვარსკვლავები, გაზი და მტვერი გამოსტყორცნეს, რომლებმაც მკვეთრი კუდი ჩამოაყალიბეს. თავად არასწორი გალაქტიკა ახლა თავკომბალადან 1 კპკ სიშორეზე მდებარეობს და მის გაღმა ჩანს.
დედამიწის ანალოგიას თუ მივყვებით, თავკომბალას გაზრდის პარალელურად, მისი კუდი თანდათან კვდომას დაიწყებს – ვარსკვლავები და გაზი გადაიქცევიან ჯუჯა გალაქტიკებად, რომლებიც დიდი სპირალური გალაქტიკის თანამგზავრები გახდებიან.
მდებარეობა | გველეშაპის თანავარსკვლავედი |
---|---|
აღნიშვნა | UGC 10214, Arp 188, PGC 57129 |
მანძილი | 128 მპკ |