კოსმოსური ტელესკოპი “სპიტცერი”

Spitzer (სპიტცერი) – ნასას კოსმოსური ტელესკოპი. განკუთვნილია კოსმოსის ინფრაწითელ დიაპაზონში დასაკვირვებლად. გაშვებულია 2003 წლის 25 აგვისტოს. გაშვების მომენტში იყო ყველაზე მსხვილი ინფრაწითელი ტელესკოპი მსოფლიოში. სახელწოდება მიიღო ამერიკელი ასტროფიზიკოსის – ლაიმან სპიტცერის საპატივსაცემოდ.

აღჭურვილობა

“სპიტცერის” ბორტზე სამი სამეთვალყურეო მოწყობილობაა, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერისა და კომპანიების მიერაა შემუშავებული.

Infrared Array Camera

ინფრაწითელი კამერა, რომელსაც ერთდროულად ოთხი სიგრძის ტალღებზე დაკვირვება შეუძლია (3,6 მკმ, 4,5 მკმ, 5,8 მკმ და 8 მკმ). ტალღების თითოეული სიგრძისთვის გამოყოფილია 256×256 პიქსელიანი დეტექტორი.

Infrared Spectrograph

ინფრაწითელი სპექტროგრაფი, რომელსაც შეუძლია ოთხ დიაპაზონში დაკვირვება: დაბალი გაფართოებით 5.3–14 და 14–40 მკმ და მაღალი გაფართოებით 19,5 და 19–37 მკმ. თითოეული დიაპაზონისთვის გამოიყენება 128×128 პიქსელიანი დეტექტორი.

Multiband Imaging Photometer for Spitzer

სამი დეტექტორი, რომლებსაც შეუძლიათ შორ ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვება: 24 მკმ (128×128 პიქსელი), 70 მკმ (32×32 პიქსელი, 160 მკმ (2×20 პიქსელი).

სპიტცერის” აღმოჩენები

პირველი გამოსახულებები, რომლებიც სპიტცერმა მიიღო, განკუთვნილი იყო ტელესკოპის შესაძლებლობების შესამოწმებლად.

2004 წელს ტელესკოპმა აღმოაჩინა, სავარაუდოდ, ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც ბნელ ნისლეულ L 1014-ში მდებარეობს. წინამორბედ ინფრაწითელ ტელესკოპებს ამ ნისლეულში არაფერი აღმოუჩენიათ.

2005 წელს “სპიტცერის” ერთ-ერთი ცნობილი აღმოჩენა გახდა ეგზოპლანეტების პირველი პირდაპირი დაკვირვება, კერძოდ, “ცხელი იუპიტერების” – მსხვილი პლანეტების, რომლებსაც ზედაპირის მაღალი ტემპერატურა აქვთ. იმავე წლის დაკვირვებებმა აჩვენა რომ ირმის ნახტომს გაცილებით უფრო გამოკვეთილი ბარი აქვს, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. საბოლოოდ, 2005 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ “სპიტცერმა” სამყაროს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავების გამოსახულებები მიიღო, რომლებიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 100 მილიონი წლის შემდეგ იყვნენ ფორმირებულნი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *