მზის სისტემის პლანეტები

მზის სისტემის ანიმაციური გამოსახულება https://kosmosi.space/solar-system/

ის ციური სხეულები, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ, წარმოქმნიან მზის სისტემას. მზის სისტემაში, მზის გარდა არიან პლანეტები, თანამგზავრები, კომეტები და ასტეროიდები. პლანეტებად იწოდებიან ის ციური სხეულები, რომლებიც მოძრაობენ მზის გარშემო ორბიტაზე და გააჩნიათ საკმარისად დიდი მასა. მზიდან დაწყებული, ისინი შემდეგი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. ასე ითვლებოდა საუკუნეების მანძილზე, იქამდე, სანამ 2006 წელს მეცნიერებმა პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს მისი მცირე ზომის გამო, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება.

მერკური – მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა

მერკური – მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი, ზომით მერვე პლანეტა, მისკენ საშუალო მანძილი შეადგენს 0,387 ა.ე. (ასტრონომიული ერთეული) ან 57,910,000 კმ-ს. პლანეტის მასა შეადგენს 3,30e23 კგ (3.30 * 10^23 კგ) , დიამეტრი – 4,880 კმ (უფრო ნაკლები მხოლოდ პლუტონს აქვს).

ვენერა

ვენერა მზესთან სიახლოვით მეორე ადგილზე მყოფი პლანეტაა, რომლის ორბიტის ზომა იდეალურ წრესთან ახლოსაა. იგი მზისგან 108 მილიონი კილომეტრის სიშორეზე მდებარეობს. მზის სისტემის პლანეტების  უმეტესობისგან განსხვავებით, მისი მოძრაობა უკუმიმართულებით ხდება, აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ამასთანავე, ვენერას ბრუნვა, დედამიწასთან მიმართებით 146 დღეს წარმოადგენს, საკუთარი ღერძის გარშემო კი 243 დღეს.

დედამიწა – მზესთან სიახლოვით რიგით მესამე პლანეტა, რომელიც ჩვენი სახლი გახდა. ჰყავს თანამგზავრი – მთვარე და შედის დედამიწისებრთა პლანეტების ჯგუფში, ისეთებში, როგორიცაა მერკური, ვენერა და მარსი. დედამიწის მასა შეადგენს 5,97×1024 კგ-ს. ის მნათობის გარშემო 149 მილიონი კილომეტრის დაშორებით ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, რაც დღე-ღამის ჩანაცვლების მიზეზია, ეკლიპტიკური ორბიტა კი წელიწადის დროების.

მარსი – მზის სისტემის რიგით მეოთხე პლანეტა, რომელიც მზისგან დაახლოებით 227,9 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, ან 1,5-ჯერ შორს ვიდრე დედამიწა. პლანეტას გააჩნია დედამიწასთან შედარებით მეტად გამოწეული ორბიტა. მარსის მზის გარშემო ბრუნვის ექსცენტრიკი 40 მილიონზე მეტ კილომეტრს შეადგენს.

იუპიტერი – მზის სისტემის მეხუთე პლანეტა (გაზის გიგანტი). მდებარეობს მზისგან 5,2 ასტრონომიული წელიწადის მოშორებით, ეს დაახლოებით 775 მილიონი კილომეტრია. ასტრონომები მზის სისტემის პლანეტებს ორ პირობით ჯგუფად ჰყოფენ: დედამიწისმაგვარი პლანეტები და გაზის გიგანტები. გაზის გიგანტებში შემავალი პლანეტებიდან იუპიტერი ყველაზე მსხვილად ითვლება.

სატურნი – მზის სისტემის რიგით მეექვსე პლანეტა (გაზის გიგანტი). მზისგან დაახლოებით 9,6 ა.ე.-თ დაშორებული (~780 მლნ. კმ.).

ურანი – მზის სისტემის რიგით მეშვიდე პლანეტა (გაზის გიგანტი). გააჩნია 27 თანამგზავრი (2013 წლიდან ცნობილი) და 13 ბეჭედი. მისი მასა 14,5 დედამიწის მასას შეადგენს. ურანს ოთხი მოზრდილი თანამგზავრი ჰყავს: ტიტანია, ობერონი, არიელი, უმბრიელი. ურანი მზის სისტემის ყველაზე ცივი პლანეტაა, ყველაზე დაბალი ტემპერატურა რაც მასზე იყო დაფიქსირებული -224°C-ია.

ნეპტუნი – ოთხიდან ბოლო გაზის გიგანტი. იმყოფება მზისგან დაშორებით მერვე ადგილზე. პლანეტამ სახელწოდება ლურჯი შეფერილობის გამო მიიღო, ოკეანის მმართველი ძველი რომალური ღმერთის – ნეპტუნის საპატივსაცემოდ. პლანეტას გააჩნია დღესდღეისობით ცნობილი 14 თანამგზავტი და 6 ბეჭედი.  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *