რატომ ვერ ტირიან კოსმონავტები კოსმოსში

ასეთი რთული სამსახურია და ტირილიც კი არ შეიძლება 🙂

სინამდვილეში კოსმონავტებიც, რა თქმა უნდა, ტირიან. თუმცა, როგორც ნასას სპეციალისტებმა ახსნეს, მიკროგრავიტაციის პირობებში ცრემლი არ გადმოედინება როგორც დედამიწაზე ყოფნისას, ის უბრალოდ ადგილზე რჩება და თვალის გარშემო გროვდება. მეტიც, ასეთი ცრემლები საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებსაც ტოვებს.

მეცნიერული ახსნის თანახმად, ცრემლები არ უნდა იწვევდნენ ტკივილს. თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რატომ ვტირით, თავად ცრემლებს დამარბილებელი ეფექტი აქვთ. მაგრამ როგორც ცნობილია, უწონადობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე, რაც თავის ქალაში არსებული სითხეების გადაადგილებითაა გამოწვეული. ასევე შესაძლებელია, რომ კოსმოსში თვალების გამოშრობა მოხდეს და მათზე უეცრად სითხის მოხვედრამ წვა გამოიწვიოს.

როგორც კოსმონავტმა, რონ პარიზემ ახსნა, თუ ბევრი ცრემლი გროვდება, ისინი თვალებიდან გამოდის და გარშემო დაფრინავს. სხვა სიტყვებით, თქვენ სიამოვნებით შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორ დაფრინავენ თქვენს წინ თქვენი უწონადი ცრემლები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *