
გალაქტიკა სიგარა (იგივე M82, Messier 82, NGC 3034) – გადაკეტილი სპირალური გალაქტიკა მძლავრი ვარსკვლავთწარმონაქმნით, მდებარეობს დიდი დათვის თანავარსკვლავედში. გალაქტიკის ცენტში მოქცეულია ზემასიური შავი ხვრელი, რომლის მასა შეადგენს დაახლოებით 3⋅107M⊙.
2005 წელს ჰაბლის ტელესკოპმა გამოავლინა 197 ახალგაზრდა მასიური სფეროსებრი გროვები ბირთვში, რომლებიც მიუთითებდნენ ვარსკვლავთწარმოქმნის მაღალენერგიულ პროცესებზე. ამ გროვების საშუალო მასაა 2⋅105M⊙. M82-ის ცენტრში ახალგაზრდა ვარსკვლავების წარმოქმნის სიჩქარე 10-ჯერ სწრაფია, ვიდრე ჩვენს მთლიან, ირმის ნახტომის გალაქტიკაში.
M82-ის, ისევე როგორც უმეტესი გალაქტიკის ცენტრში, ზემასიური შავი ხვრელი იმალება, რომლის მასა დაახლოებით 3⋅107 მზის მასას შეადგენს.