სირიუსი

სირიუსი (ლათ. Sirius) – დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავი. სირიუსი ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მისი სიკაშკაშე 25-ჯერ აღემატება მზისას, ამასთანავე, ვარსკვლავებში არ ითვლება რეკორდულად – სირიუსის ხილული სინათლე განპირობებულია დედამიწასთან სიახლოვით. მისი დანახვა დედამიწის თითქმის ყველა რეგიონიდანაა შესაძლებელი, ჩრდილოეთი მონაკვეთების გარდა. მდებარეობს მზის სისტემიდან 8,6 სინათლის წელიწადის დაშორებით და არის დედამიწასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს განლაგებული ვარსკვლავი.

1844 წელს ფრიდრიხ ბესელმა ივარაუდა რომ სირიუსი ორმაგი ვარსკვლავია. 1862 წელს ალვან კლარკმა კი ეს დაადასტურა, როდესაც კომპანიონი ვარსკვლავი აღმოაჩინა, მან მიიღო სახელწოდება სირიუს B. ამ მომენტიდან ხილულ ვარსკვლავს ხანდახან სირიუს A-ს ეძახიან. ორი ვარსკვლავი საერთო ინერციის ცენტრის გარშემო ბრუნავენ. 1915 წელს ასტრონომებმა, რომლებიც მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში მუშაობდნენ, დაადგინეს რომ სირიუს B თეთრი ჯუჯაა (ეს პირველი აღმოჩენილი თეთრი ჯუჯა იყო). აქედან გამომდინარე, სირიუს B, სირიუს A-სთან შედარებით გაცილებით მასიური უნდა ყოფილიყო, რადგან ევოლუციის პროცესში მან უკვე დატოვა მთავარი თანმიმდევრობა.

თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, სირიუსის სისტემის ასაკი დაახლოებით 230 მლნ წელიწადია (შეფარება მერყეობს 200-დან 300 მლნ წლამდე). თავდაპირველად სირიუსის სისტემა შედგებოდა ორი თეთრი-მოცისფრო ვარსკვლავისგან. დაახლოებით 120 მლნ წლის წინ, უფრო მასიური სირიუს B ამოიწვა და წითელ გიგანტად გადაიქცა, რადაც დღემდე დარჩა. სირიუს B-ს მასა 1,02 M-ია და ის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თეთრ ჯუჯად ითვლება (ტიპიური თეთრი ჯუჯების მასა 0,5-0,6 M-ია).

აღმომჩენიაღმოჩენილია უძველესი დროიდან
ტიპიორმაგი ვარსკვლავი
მდებარეობადიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *