
გალაქტიკა ტრიალა (იგივე Messier 101, M101, NGC 5457) – დიდი დათვის თანავასკვლავედში შემავალი სპირალური გალაქტიკა.
გალაქტიკა აღმოჩენილი იყო პიერ მეშენის მიერ 1781 წლის 27 მარტს. რის შესახებაც მან შარლ მესიეს აცნობა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დააზუსტა ობიექტის მდებარეობა და საკუთარ კატალოგში შეიტანა.
М101-ს ჩვენ ბრტყლად ვხედავთ, იგი ძალიან ჰგავს ჩვენს ირმის ნახტომს, მხოლოდ ზომით ის მეტად დიდია. გალაქტიკას გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი სპირალური სახელოები და მცირე, კომპაქტური ბალჯი.
აღმომჩენი | პიერ მეშენი |
---|---|
აღმოჩენის თარიღი | 1781 წლის 27 მარტი |
მდებარეობა | დიდი დათვის თანავარსკვლავედი |