ჰოუგის ობიექტი

ჰოუგის ობიექტი (იგივე PGC 54559, PRC D-51) – ბეჭდისებრი გალაქტიკა, რომელიც გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს. სახელწოდება მიიღო აღმომჩენის, არტურ ჰოუგის საპატივსაცემოდ.

დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 600 მლნ სინათლის წელიწადს შეადგენს. გალაქტიკის ცენტრში შედარებით ძველი, ყვითელი ფერის ვარსკვლავების გროვაა. იგი გარშემორტყმულია ცისფერი ნათების მქონე, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი ბეჭდით. გალაქტიკის დიამეტრი დაახლოებით 100 ათას სინათლის წელიწადს შეადგენს.

მოცემული გალაქტიკა აღმოჩენილი იყო არტურ ჰოუგის მიერ 1950 წელს. თავდაპირველად მას ის პლანეტარულ ნისლეულად მიაჩნდა. საბოლოოდ, ჰოუგმა გადაწყვიტა რომ ობიექტი გალაქტიკაა, თუმცა არ გამორიცხავდა რომ ბირთვი და გარე ბეჭედი შესაძლოა არ იყვნენ ურთიერთკავშირში (ახლომდებარედ ჩანან).

ობიექტი პირველი აღმოჩენილი ბეჭდისებრი გალაქტიკა იყო. მათ ფორმირებაზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ისინი წარმოიქმნებიან ერთი გალაქტიკის მიერ მეორე გალაქტიკის დისკში გასვლის შედეგად.

აღმომჩენიარტურ ჰოუგი
აღმოჩენის თარიღი1950 წელი
მდებარეობაგველის თანავარსკვლავედი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *